ესპანეთში ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა
ესპანეთში ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა

ესპანეთში ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. ორშაბათიდან მუშაობის განახლების უფლება ეძლევა მცირე ბიზნესის ნაწილს, როგორებიცაა სილამაზის სალონები.

ამასთან, დღეიდან ესპანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო გახდა ნიღბის ტარება. მანამდე, 2 მაისიდან ესპანეთში მოქალაქეებისთვის გარკევული საათების განმავლობაში გარეთ სასეირნოდ და სავარჯიშოდ გასვლა გახდა შესაძლებელი.

ამკრძალავი ზომების შემსუბუქების პროცესი ესპანეთში ეტაპობრივი იქნება და გამოცხადებული გეგმის მიხედვით ოთხ ფაზად დაიყოფა.

მომდევნო ფაზიდან ნაწილობრივი დატვირთვით მუშაობის განახლებას რესტორნებისა და ბარების ღია ტერასები შეძლებენ. ასევე, დასაშვები იქნება 10 ადამიანამდე შეკრება.

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა.

ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 164 ადამიანი დაიღუპა. ეს 18 მარტის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.