ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა
ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ესპანეთსა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.

ესპანეთში გამოვლენილია 1 005 295 შემთხვევა, მათ შორის 16 973 მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 34 366 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ესპანეთში, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, არასაკმარისი ტესტირებებისა და ვირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო, გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალი უნდა იყოს.

ვირუსის მეორე ტალღის პირობებში, შემთხვევათა მატების გამო, ესპანეთის რეგიონებში ზომების გამკაცრება დაიწყეს.

მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა საფრანგეთმაც, სადაც უკვე გამოვლენილია 1 000 369 შემთხვევა. აქედან 34 075 ლეტალური აღმოჩნდა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა ოდენობა ქვეყანაში 26 ათასით გაიზარდა.

დღეისთვის მსოფლიოში უკვე შვიდი ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია – აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, არგენტინა, ესპანეთი და საფრანგეთი.