ესპანეთის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - ესპანეთი და საქართველო ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა დავძლიოთ „კოვიდ-19“-ის კრიზისი და ჩვენი ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ
ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სენატის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის რანგში მსურს, მოგილოცოთ ქართველ ხალხს 26 მაისის ეროვნული დღესასწაული, დღე, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობას აღნიშნავს. ასევე მინდა, გითხრათ, რომ ესპანეთი და საქართველო ვაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას, რათა ერთად დავძლიოთ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისი და ჩვენი ქვეყნებისთვის უკეთესი მომავალი შევქმნათ“, – აცხადებს ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.