ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რამდენიმე კვირის წინ მქონდა შესაძლებლობა, ქართველი კოლეგისთვის მეთქვა, რომ არსებობს ევროპული სტრუქტურა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით
რამდენიმე კვირის წინ მქონდა შესაძლებლობა, ქართველი კოლეგისთვის გადამეცა შეტყობინება, რომ არსებობს ევროპული სტრუქტურა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარეს ბუენომ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას რამდენიმე კვირის წინ მადრიდში. გადავეცი შეტყობინება, რომ არსებობს ევროპული სტრუქტურა, რომელიც უნდა დასრულდეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით. ეს არის გზავნილი, რომელსაც გადავცემ დღევანდელი შეხვედრის დროს.
ექვს თვეში ესპანეთი გახდება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი დროა ამ ქვეყნებისთვის, რათა ჩაერთონ დიალოგში ყველა ჩვენგანთან, რათა კარგად მოემზადონ შემდეგი ნაბიჯისთვის. ძალიან აშკარაა, რომ მათთვის არის ადგილი ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.