ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ჩვენ ნატო-ს ფარგლებს მიღმა გავიხედავთ, ვისაუბრებთ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როგორ გავლენას ახდენს მათზე ომი
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელ მინისტერიალზე ალიანსი საკუთარ ფარგლებს მიღმა გაიხედავს.
როგორც ალბარესმა განაცხადა, მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკითხს შეეხება.
„დღეს ჩვენ ნატო-ს ფარგლებს მიღმა გავიხედავთ, უკრაინის კრიზისთან ძალიან ახლო რეგიონში. ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა პარტნიორებთან, როგორიცაა მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო. ვისაუბრებთ, როგორ გავლენას ახდენს ომი მათზე“, – განაცხადა მინისტრმა.