ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – დღეს ჩვენ ნატო-ს ფარგლებს მიღმა გავიხედავთ, ვისაუბრებთ საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, როგორ გავლენას ახდენს მათზე ომი

11:37, 30.11.2022

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განცხადებით, ბუქარესტში, დღევანდელ მინისტერიალზე ალიანსი საკუთარ ფარგლებს მიღმა გაიხედავს.

როგორც ალბარესმა განაცხადა, მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკითხს შეეხება.

„დღეს ჩვენ ნატო-ს ფარგლებს მიღმა გავიხედავთ, უკრაინის კრიზისთან ძალიან ახლო რეგიონში. ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა პარტნიორებთან, როგორიცაა მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო. ვისაუბრებთ, როგორ გავლენას ახდენს ომი მათზე“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი