ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფად აფასებს და ხალხის დასახმარებლად დამატებით 10 000 სამხედროს აგზავნის
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფად აფასებს და ხალხის დასახმარებლად დამატებით 10 000 სამხედროს აგზავნის

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ვალენსიის რეგიონის წყალდიდობას საუკუნის ყველაზე მძიმე ბუნებრივ კატასტროფად აფასებს.

მისი თქმით, ესპანეთის მთავრობა რეგიონში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნის.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 211-მდე გაიზარდა.

„ბოლო 48 საათში სახელმწიფო უსაფრთხოების და შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით ავტოფარეხი, სახლი, გზები დაათვალიერეს, ამ დროისთვის მსხვერპლთა რიცხვი 211-მდეა გაზრდილი. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე სერიოზულ წყალდიდობაზე, რომელიც ჩვენს კონტინენტს ამ საუკუნეში უნახავს. ვიცი, რომ პასუხი, რომელსაც გაძლევთ, საკმარისი არ არის; ვიცი, არის სერიოზული პრობლემები და დეფიციტი, რომ ჯერ კიდევ არის დანგრეული სახლები, ტალახში ჩაფლული მუნიციპალიტეტები; სასოწარკვეთილი ხალხი ეძებს ნათესავებს; ადამიანებს არ შეუძლიათ თავიანთ სახლებში შესვლა; ვიცი, რომ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ, დახმარებას დრო სჭირდება“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.