ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
კიევში ჩასვლის ვიდეოკადრები თავად ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.
„უკვე კიევში ვარ. ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისას პირველად რაც მინდოდა გამეკეთებინა, ჩავსულიყავი უკრაინაში და შევხვედროდი ამ ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. ვუცხადებ უკრაინის მთავრობას და პარლამენტს სრულ ევროპულ სოლიდარობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე ევროპაში მშვიდობა აღდგება“, – წერს სანჩესი.
დღეიდან წლის ბოლომდე ესპანეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.