ესპანეთის პრემიერ-მინისტრი - დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა, მივესალმებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღიარებას
დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა, მივესალმებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღიარებას, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი „ტვიტერში“ წერს.
„დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა. მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკებები მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღიარებას და ბოსნია და ჰერცეგოვინის პროგრესს. ჩვენ 27 ქვეყანა ვაღიარებთ ძალისხმევას, რასაც ყველა მათგანი აკეთებს“,- წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.