ესპანეთის პრემიერ-მინისტრი – დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა, მივესალმებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღიარებას
დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა, მივესალმებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღიარებას, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი „ტვიტერში“ წერს.
„დღეს ევროპისთვის ისტორიული დღეა. მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, დაიწყოს მოლაპარაკებები მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს კანდიდატის სტატუსის აღიარებას და ბოსნია და ჰერცეგოვინის პროგრესს. ჩვენ 27 ქვეყანა ვაღიარებთ ძალისხმევას, რასაც ყველა მათგანი აკეთებს“,- წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.
Hoy es un día histórico para Europa.
Quiero felicitar a Ucrania y Moldavia por la decisión del Consejo Europeo de iniciar las negociaciones para su adhesión a la UE.
También saludamos el reconocimiento del estatus de candidato a Georgia y los avances de Bosnia y Herzegovina.…
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) December 14, 2023