ესპანეთის პოლიციამ კოლუმბიიდან ტრანსპორტირებულ ბანანებში დამალული ექვს ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა
ესპანეთის პოლიციამ ანტინარკოტიკული ოპერაციის შედეგად კოლუმბიიდან ტრანსპორტირებულ ბანანებში დამალული ექვს ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა.
ესპანური მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მალაგაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია 15 ადამიანი.
აღმოჩენილი ნარკოტიკის საერთო ღირებულება 360 მილიონ ევროს აჭარბებს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ოპერაცია ჯერ დასრულებული არ არის და დაკავებები კიდევ არის მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, აპრილში ესპანეთის პოლიციამ ანალოგიურად ბანანებში დამალული ცხრა ტონამდე კოკაინი აღმოაჩინა.