ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე - იმედია, ჩვენს წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ქართული ღვინით, რომელიც იუნესკო-ს მიერ აღიარებულია არამატერიალურ მემკვიდრეობად
ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე - იმედია, ჩვენს წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ქართული ღვინით, რომელიც იუნესკო-ს მიერ აღიარებულია არამატერიალურ მემკვიდრეობად

ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე მერიტჩელ ბატეტ ლამანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„მოგესალმებით, გვსურს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს, საქართველოს, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის სახელით მოგილოცოთ, დამოუკიდებლობის დღე. საქართველოსა და ესპანეთს შორის წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები არსებობს. ჩვენი ქვეყნები მრავალი ასპექტით არიან ასევე დაკავშირებული ერთმანეთთან, მათ შორის არის ევროპული ღირებულებები, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ასევე ღვინისადმი დიდი სიყვარული. გვსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ საქართველოსადმი მისი სოლიდარობისათვის და ასევე, გამოვთქვათ იმედი, რომ რთული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ წარმატებულ ურთიერთობებს სათანადოდ აღვნიშნავთ ისეთი ქართული ტრადიციული ნატიფი ღვინით, როგორიც არის „ქვევრის ღვინო“, რომელიც იუნესკო-ს (UNESCO) მიერ აღიარებულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – აცხადებს ესპანეთის კონგრესის თავმჯდომარე.