ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შემთხვევაში, ქვეყანაში მოსახლეობის ვაქცინაცია იანვარში დაიწყება
ესპანეთი კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას 4 ან 5 იანვარს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ 29 დეკემბერს ევროპის წამლების სააგენტო ვაქცინას ავტორიზაციას მიანიჭებს, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, სალვადორ ილლამ გააკეთა.
მინისტრის თქმით, თავდაპირველად ვაქცინას ხანდაზმულები და მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული ადამიანები მიიღებენ, შემდეგ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები და სხვა ჯგუფები.