ესპანეთი შენგენის ზონის ქვეყნებთან საზღვარს 21 ივნისიდან გახსნის

13:48, 14.06.2020

ესპანეთი შენგენის ზონის ქვეყნებთან საზღვარს 21 ივნისიდან გახსნის. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო საზღვარი პირველ ივლისამდე არ გაიხსნება პორტუგალიასთან.

ესპანეთი ევროპის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სახელმწიფოა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 243 605 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 27 136 ადამიანი.

მსგავსი