ესპანეთი ორ სამხედრო ბაზაზე 4 000-მდე ავღანელს განათავსებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ
ესპანეთი ორ სამხედრო ბაზაზე 4 000-მდე ავღანელს განათავსებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ

ესპანეთი ორ სამხედრო ბაზაზე 4 000-მდე ავღანელს განათავსებს, რომლებიც აშშ-სთან თანამშრომლობდნენ. ავღანელების განთავსება ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქებში კადისსა და სევილიაში მდებარე ორი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იგეგმება, რომლებსაც აშშ-ის შეიარაღებული ძალები იყენებენ. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ წყაროს ცნობით, მადრიდსა და ვაშინგტონს შორის 23 აგვისტოს გაფორმებული შეთანხმებით, ავღანელები ესპანეთში ორი კვირით დარჩენას შეძლებენ.

ამას გარდა, მადრიდის მახლობლად მდებარე ტორეხონ დე არდოზის ბაზაზე დღეს ჩაიყვანეს 250 ავღანელი ლტოლვილი და მათი ოჯახები. აღნიშნულ ბაზაზე განათავსებენ იმ ავღანელ ლტოლვილებს და მათ ოჯახებს, რომლებიც ევროკავშირთან თანამშრომლობდნენ. მოგვიანებით მათ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაიყვანენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გასული კვირის შემდეგ ესპანეთში 800-ზე მეტი ავღანელი ლტოლვილი ჩაიყვანეს.