ესპანელმა და პორტუგალიელმა მებაჟეებმა ანანასში დამალული კოკაინი აღმოაჩინეს
ესპანელმა და პორტუგალიელმა მებაჟეებმა ანანასში დამალული კოკაინი აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სულ ამოღებულია 745 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ევროპაში ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ჩაიტანეს. კოკაინი იმ კომპანიის გემებზე აღმოაჩინეს, რომელსაც პანამიდამ პორტუგალიაში ხილის იმპორტს ახორციელებს. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 9 ადამიანი. ყველა კოლუმბიელია.
შეგახსნებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში ნარკოტიკული ნივთიერებები ხილის დახმარებით გადააქვთ.
ნოემბერში პოლიციამ ბარსელონასა და მადრიდში 400 კილოგრამი კოკაინი ამოღო, რომელიც ასევე ანანასში იყო დამალული.