ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ გადაცემას ამზადებენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემის Me voy a comer el mundo ჟურნალისტებს მასპინძლობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, პრესტურის ფარგლებში ესპანელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სიუჟეტს ამზადებენ, რომელიც სამი სატელევიზიო არხით: Canal Cocina, Selekt, El Gourmet ესპანეთში, პორტუგალიასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გადაიცემა.
50-წუთიან სატელევიზიო გადაცემაში მილიონობით მაყურებელი საქართველოს ტურისტულ მიმართულებასთან ერთად, ქართულ კულტურასა და სამზარეულოს გაეცნობა.
ტურის ფარგლებში გადამღები ჯგუფის წევრები თბილისს, მცხეთასა და წალკაში დაშბაშის კანიონს ეწვივნენ.
პრესტურის მიზანი ესპანეთიდან, პორტუგალიიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.