ესპანელი ჩოგბურთელი მელბურნში კარანტინზე - ეს იგივეა, რაც ციხე, ოღონდ ინტერნეტით
ესპანელმა ჩოგბურთელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა მელბურნში კარანტინის შესახებ ილაპარაკა. ავსტრალიის ღია პირველობის წინ, ორგანიზატორებმა მონაწილეები ორკვირიან კარანტინში გაუშვეს.
„იგივეა, რაც ციხე, ოღონდ Wi-Fi-ით. ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვთ ჩოგბურთზე და სავარჯიშო კორტებზე. ეს სრული კატასტროფაა. კონტროლი ყველაფერზე – ეს არა საჩოგბურთო ავსტრალია, არამედ მთავრობაა.
თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ოთახში, მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. ძალიან დაძაბული ვარ და ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ვიყო ორი კვირის განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში. ეს მართლაც ძალიან რთულია. მომიწევს მორალურად ბევრი მუშაობა“, – განაცხადა მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა.