„ესოშიეთიდ პრესი“ - აშშ-ში ამ კვირაში ზელენსკი-ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება
„ესოშიეთიდ პრესი“ - აშშ-ში ამ კვირაში ზელენსკი-ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება

აშშ-ში ამ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის შეხვედრა არ იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „ესოშიეთიდ პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში გრძელდება და მოსალოდნელია, რომ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, რათა წარუდგინოს გამარჯვების გეგმა თეთრ სახლში 26 სექტემბერს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი აპირებდა საკითხის განხილვას პრეზიდენტობის კანდიდატებთან, დონალდ ტრამპთან და კამალა ჰარისთან.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით ტრამპს 26-27 სექტემბერს შეხვდებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ტრამპის ახლო წრიდან მომდინარე განცხადებები და ჭორები ასევე ამტკიცებს, რომ ის შესაძლოა, ცდილობდეს ზეწოლას უკრაინაზე, დათმოს ტერიტორია ან უარი თქვას ნატო-ს მისწრაფებაზე.