„ეს არის პატარა გამარჯვება“ - აქციის მონაწილეების მსვლელობა პარლამენტისკენ [ფოტო, ვიდეო]
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ზაზა სარალიძის მამა და მისი ახლობლები მთავარი პროკურატურიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიდიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ეს არის პატარა გამარჯვება“.
მათივე თქმით, ისინი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის მამის მირზა სუბელიანის ციხეში ჩასმას და მის გასამართლებას ითხოვენ. ამასთან, დავით სარალიძის მკვლელების დასჯას.
მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ დღეს თანამდებობა დატოვა. როგორც ირაკლი შოთაძის განცხადებაშია აღნიშნული, ის დარწმუნებულია, რომ თბილისში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
ამასთან, დღეს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.