„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. ვაშაძის კანდიდატურას კენჭი უყარეს პარტიის დღევანდელ ყრილობაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დელეგატებმა ახალი მეთოდით აირჩიეს. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. დელეგატებმა მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია.
კენჭისყრაზე 364-მა დელეგატმა მხარი დაუჭირა გრიგოლ ვაშაძეს, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.
რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პარტიის წევრები შეთანხმდნენ, რომ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას უყრიდნენ კენჭს.