ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღიდან
ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღიდან

კიევის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხუთ-ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ფინალურ ბლოკში პირველ დღეს ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, ორი ქართველი – თეიმურაზ ვანიაშვილი (57კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ ) მოხვდნენ. ვანიაშვილმა გუშინ ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და ფინალში ოქროს მედლისთვის ბრძოლამ გიორგი ედიშერაშვილთან მოუწია. საბოლოოდ, ვანიაშვილმა ევროპის ორგზის ჩემპიონი (2013 საქართველოს და 2017 აზერბაიჯანის სახელით) აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გამოცდილი ედიშერაშვილის ბარიერი ვერ დასძლია და ვერცხლს დასჯერდა.

იანტბელიძის გუნდიდან მეორე სპორტსმენი, ვინც დღეს მედლისთვის საჭიდაოდ გამოვიდა ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ფალავანს თავისთვის ახალ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში საერთაშორისო დებიუტი სწორედ კიევში ჰქონდა და საკმაოდ წარმატებულიც გამოუვიდა. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მასპინძელთა დროშის ქვეშ მოასპარეზე გორ ოგანესიანი 12-9 დაამარცხა და ახალ წონაში თავის პირველ საერთაშორისო მედალსაც დაეუფლა.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) კიევის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა,

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65 კგ) კიევის საერთაშორისო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინის სახელით მოასპარეზე გორ ოგანესიანი 12-9 დაამარცხა.შეგახსენებთ რომ ოლიმპიურმა ჩემპიონმა წონა შეიცვალა და პირველად იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე მისთვის უჩვეულო 65 კგ კატეგორიაში.

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on 2018 წლის 24 თებერვალი, შაბათი

 

რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, მათი მონაგარი დღეს უფრო უხვი იყო. პირველი მედალი ბექა როყვას გუნდიდან 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნუგზარ წურწუმიამ აიღო. ამ წონაში, იმის გამო რომ მხოლოდ ექვსი სპორტსმენი დარეგისტრირდა, ორგანიზატორებმა მედლები წრიული სისტემით გაათამაშეს და ქართველ კლასიკოსთა უმსუბუქეს წევრს საბოლოოდ ვერცხლი ერგო.

სამწუხაროდ, ამავე სინჯის მედალს დასჯერდა ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც. 82 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთა მეტოქის პასიურობისთვის აღებული ქულით უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე პერიოდში ანგარიში იმავე ხარისხის ქულით გათანაბრდა, რაც ხელს ჰუსეინოვს აძლევდა. ამის გამო დათუნაშვილს გარისკვამ მოუწია და დარჩენილ დროში კიდევ ორი ქულა გაუშვა, რასაც ერთი უშედეგო პროტესტისთვის დაემატა და საბოლოოდ ქართველი ფალავანი 1-4 დამარცხდა.

პირველი ოქროს მედალი კი საქართველოს ნაკრებს შმაგი ბოლქვაძემ მოუპოვა. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რიოს ოლიმპიადის პრიზიორმა ფინალში მასპინძელთა ფალავანი დმიტრო პინკოვი 7-5 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია, ფინალში ოლიმპირმა პრიზიორმა უკრაინელი დმიტრო პინკოვი 7-5 დაამარცხა

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on 2018 წლის 24 თებერვალი, შაბათი

72 კგ დაჯილდოვება

72 კგ დაჯილდოვება1. BOKLVADZE, SHMAGI (GEO)2. PYNKOV, DMYTRO (UKR)3. BELFAKEH, FARSHAD (IRI)3. POLITAEV, ARTUR (UKR

Posted by GeoWrestling – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on 2018 წლის 24 თებერვალი, შაბათი

 

კლასიკოსთაგან კიდევ ერთი მედლის, ოღონდ ბრინჯაოს მოპოვების შანსი 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კუკური კირცხალიას ჰქონდა, თუმცა რეპეშაჟის ფინალში მან უკრაინელ ევგენი სავეტასთან წააგო.

„შესანიშნავ უკრაინელ მოჭიდავეთა და მწვრთნელთა მემორიალი“ ხვალ დარჩენილი ხუთ-ხუთი წონითი კატეგორიების ფინალური შეხვედრებით დასრულდება.

კიევურ ხალიჩაზე დასკვნით დღეს ოქროს მედლისთვის სამი, ბრინჯაოსთვის კი რვა ქართველი ფალავანი იბრძოლებს.

რეპეშაჟები თბილისის დროით 12:00-ზე, ფინალური შეხვედრები კი 16:00 საათზე დაიწყება.