ერთა ლიგა 2024/25, A ლიგა | კრიშტიანომ ისევ გაიტანა, პორტუგალია უდანაკარგოდ ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგა 2024/25, A ლიგა | კრიშტიანომ ისევ გაიტანა, პორტუგალია უდანაკარგოდ ლიდერობს [ვიდეო] #1TVSPORT

I ჯგუფი

ფაქტები

* ხორვატიამ ერთა ლიგაზე ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოიგო.

* პოლონეთი ექვსი მატჩია ვერ უგებს პორტუგალიას.

* კრიშტიანო რონალდომ ერთა ლიგის ამ გათამაშებაში სამივე მატჩში გაიტანა თითო გოლი.

* რონალდომ ნაკრებში 133-ე გოლი გაიტანა და ლიდერობს ამ მაჩვენებლით. 109 გოლით ლიონელ მესი მეორე ადგილზეა.

* რონალდომ კარიერაში 906-ე გოლი გაიტანა.

* რონალდომ ამ სეზონში საკლუბო და სანაკრებო დონეზე 12 მატჩში 11 გოლი დააგროვა.

* რონალდო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვისაც ნაკრებში 100 ოფიციალური მატჩი აქვს მოგებული. გარდა ამისა, ის დაეწია სერხიო რამოსს მოგებების რაოდენობით ამხანაგური მატჩების გათვალისწონებით – 131.

 

ხორვატია-შოტლანდია 2:1

გოლები: 0:1 კრისტი (32), 1:1 მატანოვიჩი (36), 2:1 კრამარიჩი (70)

 

პოლონეთი-პორტუგალია          1:3

გოლები: 0:1 ბერნარდო სილვა (26), 0:2 კრიშტიანო რონალდო (37), 1:2 ზელინსკი (78), 1:3 ბედნარეკი (88-საკ. კარში)

პორტუგალია: დიოგო კოშტა, ნუნუ მენდეში, რუბენ დიაში, დიოგო დალოტი, ვეიტა, ბერნარდო სილვა (90+1. სამუ კოშტა), რუბენ ნევეში, რაფაელ ლეაო (64. ტრინკაო), ბრუნო ფერნანდეში (90+1. ოტავიო), ნეტო (82. ნელსონ სემედუ), კრიშტიანო რონალდო (63. დიოგო ჟოტა).

 

1. პორტუგალია 3 3 0 0 7:3 9
2. ხორვატია 3 2 0 1 4:3 6
3. პოლონეთი 3 1 0 2 4:6 3
4. შოტლანდია 3 0 0 3 4:7 0

IV ტური. 15 ოქტომბერი

22:45 შოტლანდია-პორტუგალია

22:45 პოლონეთი-ხორვატია