ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მეტროსადგური „ვარკეთილი“, ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანების გამო, დროებით წყვეტს მგზავრთა მიღებას.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროს მომსახურებით ისარგებლებენ მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც მიემართებიან „ვარკეთილისკენ“.
„ადგილზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკური სამსახური, რათა დროულად აღმოიფხვრას ხარვეზი. სადგური მუშაობას ესკალატორის შეკეთებისთანავე განაახლებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.