ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს 
ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს 

თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა.

როგორც პირველ არხს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა არის შემთხვევის მიზეზი, ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. საკვების სინჯები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიულ შემოწმებაზე.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ადგილზე იმყოფება.