ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც არაერთხელ აღინიშნა, უწყება სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს.

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით.

შეგახსენებთ, გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ დღემდე სავალუტო აუქციონი წელს სამჯერ გამართა და სამივეზე ჯამში 100 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.