ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 28 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა გასაყიდად გამოიტანა 60 მლნ. აშშ დოლარი, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი.

როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.