საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა.
ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6617 შეადგინა. ამ მოცულობის უცხოური ვალუტა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ პირველად შეისყიდა. დეკემბერში კი, სავალუტო რეზერვები ბანკმა უკვე 65 მილიონი დოლარით შეავსო.