ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა

16:25, 24.12.2018

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6617 შეადგინა. ამ მოცულობის უცხოური ვალუტა ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ პირველად შეისყიდა. დეკემბერში კი, სავალუტო რეზერვები ბანკმა უკვე 65 მილიონი დოლარით შეავსო.

მსგავსი