საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4545 შეადგინა.
ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი 22 ივნისსაც შეიძინა. მანამდე კი, უცხოური ვალუტის შესყიდვა აპრილის შემდეგ არ განხორციელებულა.