ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი დღესაც შეისყიდა

16:25, 25.06.2018

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

უწყების ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4545 შეადგინა.

ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი 22 ივნისსაც შეიძინა. მანამდე კი,  უცხოური ვალუტის შესყიდვა აპრილის შემდეგ არ განხორციელებულა.

მსგავსი