ეროვნულმა არქივმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობა ონლაინ გამოაქვეყნა
ეროვნულმა არქივმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობა ონლაინ გამოაქვეყნა

ეროვნულმა არქივმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობა ონლაინ გამოაქვეყნა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული საკანონმდებლო აქტების ორიგინალები, რომელიც 1918-1921 წლებში საქართველოს ეროვნული საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ არის მიღებული, ეროვნული არქივის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, 1918-21 წლებში მიღებული ათეულობით კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი საქართველოს საისტორიო ცენტრალური არქივის ფონდებში ინახება. კოლექციისათვის შეირჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებში მიღებული ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებმაც ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იქონია გავლენა.

კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/sakartvelos-pirveli-demokratiuli-respublikis-kanonmdebloba-1