ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის, „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ მონაწილე 204 სკოლის გუნდიდან 54 ფინალურ ეტაპზე გადავიდა
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის, „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ მონაწილე 204 სკოლის გუნდიდან 54 ფინალურ ეტაპზე გადავიდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის, „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ მონაწილე 204 სკოლის გუნდიდან 54 ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

საქართველოს ეროვნული არქივის ცნობით, ნახევარფინალურ თამაშში, რომელიც 2 მაისს ერთდროულად გაიმართა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში VIII-XI კლასების მოსწავლეებისგან შემდგარი საჯარო და კერძო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ მონაწილეები, რომელთაც 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ვიქტორინის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპი ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ პრინციპით ტარდება. ფინალურ ეტაპზე, რომელიც 23 მაისს თბილისში გაიმართება, გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.