ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურებისთვის
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი - საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურებისთვის

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად, – აღნიშნულია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, კონცეფცია შემუშავდა არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ პროფესიულ წრეებთან, სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.

„დოკუმენტის მომზადების პროცესში ასევე ჩართულნ იყვნენ უცხოელი პარტნიორები, გაზიარებული იქნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული მოსაზრებები. უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტში გაგზავნამდე, დოკუმენტი განახლდა და ის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონცეფციის პროექტი იანვრის ბოლოს დაგზავნილ იქნა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, შემდგომ პერიოდში მედიაში ფართოდ და პოზიტიურად გაშუქდა, მიუღებელია ხსენებული საკითხით პოლიტიკური სპეკულირება“, – წერია საბჭოს გავრცელებულ განცხადებაში.