ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მიზნით, მორიგი უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების მიზნით, მორიგი უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.
შეხვედრას, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, პრეზიდენტისა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში აქტიური დისკუსიები გაიმართა კონცეფციის სტრუქტურასთან და კონკრეტულ თავებთან დაკავშირებით. ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობს.
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ეროვნული ღირებულებები და ინტერესები, ჩამოყალიბებულია ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვა და განსაზღვრულია სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეები, რისკები და გამოწვევები.
ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.