ეროვნული უმცირესობები სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლებენ
სამი წლის განმავლობაში სოფლად მცხოვრები ეროვნული უმცირესობები სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლებენ.
„სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ თანახმად, მიმდინარე წელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ეროვნული უმცირესობის 3 300 წარმომადგენელი ისარგებლებს, საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში კი 300 პოტენციური მსმენელი გადამზადდება.
პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეშვეობით განხორციელდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2,300.0 ლარი გამოიყოფა.
დოკუმენტის თანახმად, 2019 წელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლებს ეროვნული უმცირესობის 3 400 წარმომადგენელი; საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში კი 350 პოტენციური მსმენელი გადამზადდება.
ამ მიზნით ბიუჯეტიდან 3,100.0 ლარი გამოიყოფა.
2020 წელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლებს ეროვნული უმცირესობის 3 500 წარმომადგენელი; საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში კი 400 პოტენციური მსმენელი გადამზადდება.
ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,150.0 ლარი გამოიყოფა.
„სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა“ მთავრობამ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა.