ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ბორჯომში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი კახა ცერცვაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სააგენტოს ხელმძღვანელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი „საქმიანი ეზოების“ მუშაობას ეტაპობრივად ეცნობა.
„საქმიან ეზოში“ შესაძლებელია ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებული წესით მიღება.
ხე-ტყის ორგანიზებული დამზადება, რაც ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთი მხრივ, მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფას გულისხმობს, ხოლო მეორე მხრივ, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების ზრდის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია 39 „საქმიანი ეზო“, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში – ბორჯომში, ასპინძაში, ადიგენსა და ახალციხეში, ჯამში, ექვსი „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს.
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას, სურვილის შემთხვევაში, საშეშე მერქნის ტრანსპორტირების მომსახურებასაც სთავაზობს.
2023 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.