ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური ნაკრებში „ტორპედოს“ ოთხი ფეხბურთელი მოხვდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე წრის სიმბოლური ნაკრებში „ტორპედოს“ ოთხი ფეხბურთელი მოხვდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორე წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა:

მეკარე – დავით კერესელიძე („დილა“).

მცველები – აურო ჟუნიორი („ტორპედო“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), ზურაბ ჭავჭანიძე („გაგრა“), ნიკა კალანდარიშვილი („სამგურალი“).

ნახევარმცველები – გიორგი მელქაძე („კოლხეთი“), ელიტონ ჟუნიორი („ტორპედო“), აბუბაქარ კონტე („დილა“).

თავდამსხმელები – ფელიპე პირესი („ტორპედო“), ბიორნ იონსენი („ტორპედო“), ტაირელ ვოუტერი („დილა“).

სიმბოლურ გუნდში ოთხი ფეხბურთელი ქუთაისის „ტორპედოდან“ მოხვდა, ყველა მათგანი ლეგიონერია. სამი მოთამაშე „დილადანაა“, თითო ფეხბურთელი კი „დინამო თბილისიდან“, „გაგრიდან“, „კოლხეთიდან“ და „სამგურალიდან“.