ეროვნული ბანკი - ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
საქართველოს ეროვნულ ბანკში აცახდებენ, რომ ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და „კოვიდ-19“-ის პანდემიამდე სწრაფად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბერში, საქართველოში უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების შესახებ შესაბამის სტატიტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოელ მოგზაურთა დანახარჯები საგადასახადო ბალანსის კომპონენტია და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საგადასახდელო ბალანსში კვარტალურად ქვეყნდება.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელოვნებისა და არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების წინასწარი სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებას იწყებს.
„2021 წლის ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 127.1 მლნ აშშ დოლარით (9.4-ჯერ) არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით – 124.6 მლნ აშშ დოლარით (-46.7 პროცენტი) ნაკლებია. მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5 პროცენტი (22.0 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის (18.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელის (15.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (14.8 მლნ აშშ დოლარი), უკრაინისა (14.5 მლნ აშშ დოლარი) და საუდის არაბეთის (9.5 მლნ აშშ დოლარი) წილი“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.