ეროვნული არქივის პავილიონში თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა გაიხსნა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საქართველოს სახალხო არტისტის, „სუხიშვილების“ ანსამბლის სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „სუხიშვილები” გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თენგიზ უთმელიძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის, „სუხიშვილების“ XX საუკუნის 60-70-იანი წლების შემოქმედებას.
ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი ,,ოქროს ხანას“ უწოდებდა.
ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება.