ეროვნულ ბიბლიოთეკაში შაჰვალად აივაზოვის 20 იანვრისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა 
ეროვნულ ბიბლიოთეკაში შაჰვალად აივაზოვის 20 იანვრისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა 

ცნობილი ფოტოგრაფის შაჰვალად აივაზოვის პერსონალურ გამოფენას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 100-მდე ფოტო. ფოტოები ასახავს 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში მშვიდობიან აზერბაიჯანელთა დარბევას, რის შემდეგაც 130 ადამიანი დაიღუპა.

„ჩვენი დღევანდელი გამოფენა დაკავშირებულია სისხლიან 20 იანვართან. იანვრის ტრაგედიიდან გადის 29 წელი. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ ერთნაირი ბედი, ჩვენ გვაქვს ერთნაირი ტრაგედიის დღეები. საქართველში მსგავსი ტრაგედია მოხდა ერთი წლით ადრე, 1989 წლის 9 აპრილს. აზერბაიჯანის ტკივილი საქართველოს ტკივილია და პირიქით“, – განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა დურსუნ ჰასანოვმა.

გამოფენა აზერბაიჯანის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული და 20 იანვრის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა.

ბაქოში 1990 წლის 20 იანვარს, მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა. აზერბაიჯანში შავ იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევენ.