„შარლოტ ჰორნეტსის“ ესპანელმა ცენტრმა ვილი ერნანგომესმა და მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა ნიკოლა ბატუმმა დაადასტურეს, რომ ითამაშებენ თავიანთ ნაკრებებში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სექტემბერში ჩინეთში გაიმართება, – იტყობინება „სპორტანდო“ (Sportando).
„შარლოტმა“ ვერ შეძლო ამ სეზონში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფში გასვლა.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი ირანის, პუერტო-რიკოსა და ტუნისის წინააღმდეგ ითამაშებს. საფრანგეთის მეტოქეები იქნებიან: დომინიკის რესპუბლიკა, გერმანია და იორდანია.