ევრობასკეტი 2022 | ბელგიის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2022 | ბელგიის ნაკრებმა ბულგარეთი დაამარცხა და საქართველოს მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა #1TVSPORT

ევრობასკეტის A ჯგუფში ბოლო ტურის წინ ბევრი კითხვის ნიშანი იყო. მომდევნო ეტაპზე გასვლა მხოლოდ თურქეთსა და ესპანეთს ჰქონდა განაღდებული. დანარჩენი ოთხი გუნდი ორი საგზურისთვის იბრძოდა.

საქართველოს ნაკრებს 1/8 ფინალში გასასვლელად სჭირდებოდა ჯერ ბელგიის ბულგარეთთან გამარჯვება, შემდეგ თავად უნდა დაემარცხებინა მონტენეგრო. ბელგიელებმა თავისი საქმე გააკეთეს – ბულგარელებთან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდეს.

ბელგიელთა რიგებში ობასოჰანი და ლეკომტი გამოირჩნენ, პირველმა 25 ქულა ჩააგდო, მეორემ – 20. მატჩის ბომბარდირი კი ბულგარელი საშა ვეჟენკოვი გახდა – 26 ქულა.

21 საათზე დაიწყება საქართველოს ნაკრების მატჩი მონტენეგროსთან. სიტუაცია მარტივადაა – მომდევნო ეტაპზე გამარჯვებული გავა. 1/8 ფინალი 10 სექტემბერს ბერლინში გაიმართება.