2025 წლის ევრობასკეტს პოლონეთი, ლატვია, ფინეთი და კვიპროსი უმასპინძლებენ #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტს პოლონეთი, ლატვია, ფინეთი და კვიპროსი უმასპინძლებენ #1TVSPORT

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა ქვეყნები, რომლებიც 2025 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებენ.

ჯერ კიდევ მარტში გამოცხადდა, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს მიიღებდნენ ლატვია, კვიპროსი და ფინეთი. მეოთხე ქვეყნის დადასტურება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჭიანურდებოდა.

საქმე ისაა, რომ მეოთხე მასპინძელი ქვეყნის სტატუსზე მთავარი პრეტენდენტი იყო უკრაინა, მაგრამ ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ამ საკითხის გადაწყვეტა შემოდგომისთვის გადადეს. და აი, ახლა პოლონურმა გამოცემა Superbasket-მა დაწერა, რომ FIBA Europe-ის მმართველმა საბჭომ ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობის უფლება პოლონეთს მიანიჭა.

თითოეული ქვეყანა ოთხიდან ერთ-ერთ ქვეჯგუფს უმასპინძლებს. ევრობასკეტის პლეი ოფის ნაწილი ლატვიაში გაიმართება.