ერნანგომესი და ბატუმი მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიან

20:44, 23.04.2019

„შარლოტ ჰორნეტსის“ ესპანელმა ცენტრმა ვილი ერნანგომესმა და მისმა ფრანგმა თანაგუნდელმა ნიკოლა ბატუმმა დაადასტურეს, რომ ითამაშებენ თავიანთ ნაკრებებში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სექტემბერში ჩინეთში გაიმართება, – იტყობინება „სპორტანდო“ (Sportando).

„შარლოტმა“ ვერ შეძლო ამ სეზონში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეიოფში გასვლა.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი ირანის, პუერტო-რიკოსა და ტუნისის წინააღმდეგ ითამაშებს. საფრანგეთის მეტოქეები იქნებიან: დომინიკის რესპუბლიკა, გერმანია და იორდანია.

მსგავსი