ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება
ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება დღეს ერგნეთში. შეხვედრაზე განხილული იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესი.
იანვრიდან დღემდე რუსი სამხედროების მხრიდან უკანონო ინსტალაციები გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელთან განახლდა.
დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვს. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება.
უსაფრთხოების გარდა, შეხვედრაზე მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ. ერგნეთის შეხვედრას პირველად ესწრება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი დიმიტრიოს კარაბალისი.