ერევნის ცენტრში მდებარე სწრაფი კვების ობიექტში – Burger King-ში აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.
ჰოსპიტალიზებულთა ასაკი 6-დან 24 წლამდეა. მათ შორის რუსეთის ორი და ასევე, ირანის ორი მოქალაქეა.
წინასწარი ინფორმაციით, რესტორანში გაზის ავზი აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.