ერევნის Burger King-ში აფეთქება მოხდა [ვიდეო]

09:19, 03.04.2018

ერევნის ცენტრში მდებარე სწრაფი კვების ობიექტში – Burger King-ში აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

ჰოსპიტალიზებულთა ასაკი 6-დან 24 წლამდეა. მათ შორის რუსეთის ორი და ასევე, ირანის ორი მოქალაქეა.

წინასწარი ინფორმაციით, რესტორანში გაზის ავზი აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

https://www.youtube.com/watch?v=PzM3flwfwbI&feature=youtu.be

 

მსგავსი