ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაშავდა
ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძრისას ექვსი ადამიანი დაშავდა

ერევანში, სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

ცეცხლი სომხეთის დედაქალაქში მდებარე „მალატია მოლში“ 24 აგვისტოს გაჩნდა. თავდაპირველად, ხანძარს ექვსი სახანძრო ჯგუფი აქრობდა, თუმცა მოგვიანებით კიდევ ორის დამატება გახდა საჭირო.

ხანძრის შედეგად დაშავებული მოქალაქეები სხვადახვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა კვამლით არის მოწამლული. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დატოვე კომენტარი