ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს [ვიდეო]
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სოროსის ფონდის ოფისი დაარბიეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სომხეთის დედაქალაქში მდებარე „ღია საზოგადოების ფონდის“ შენობაში დემონსტრანტების შეჭრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
კადრებში ჩანს, რომ ფონდის შენობაში დოკუმენტები, საქაღალდეები და სხვადასხვა ნივთები იატაკზე დაყარეს და ავეჯი დააზიანეს.
ვიდეომასალაში ასევე ჩანს, რომ ფონდის შენობაში შეჭრილი აქციის მონაწილეები სხვადასხვა ოთახის კარის შემტვრევას ცდილობდნენ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები რადიო „თავისუფლების“ სომხური ბიუროს ოფისსაც დაესხნენ თავს.